საზოგადოება

ზაზა წერეთელი: „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

Nusagi

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა სატელევიზიო ეთერში, დელტა შტამსა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „დელტა შტამი“ ძალიან ჰგავს გრიპს.

„სამწუხაროდ ჩინურ ვაქცინებზე დიდი კვლევები, თუ როგორ მოქმედებს და მუშაობს შტამებზე, არ ტარდება. „სინოფარმის“ ვაქცინა ყველა შემთხვევაში იცავს ჰოსპიტალიზაციისგან.

რამდენად იცავს ,,სინპფარმის” ვაქცინა ,,დელტა შტამისგან”,  ეს რთული საკითხავია. ვერაგობა ამ ვირუსს აქვს ის, რომ ასიმპტომურში შეიძლება სიმპტომი არ გქონდეთ და ვირუსს ავრცელებდეთ სხვებში, რომელთაც არ აქვთ იმუნიტეტი ან არ არიან აცრილები.

 ,,დელტა შტამის” ავადობა ძალიან ჰგავს გრიპს და უმეტესობას ჰგონია, რომ ეს არის უბრალოდ გაციება. ისრაელმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, 70%-ს აცრილების „დელტა შტამი“ ისე ჰქონდათ გადატანილი, არც კი იცოდნენ.

„დელტა შტამის“ თავისებურება არის არა ის თუ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, არამედ ის, რომ ვერაგია და სწრაფად ვრცელდება. თუ ორიგინალური შტამი 1 ადამიანიდან 4 ასნებოვნებდა, „დელტა შტამით“ ერთი თორმეტს ასნებოვნებს. ისეთი მუტაცია წავიდა, რომ მას შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: