Uncategorized

თუ ყველანი ავიცრებით, ვირუსს მუტაციის ნაკლები შანსი ექნება და გაიზრდება შანსი, რომ მალე დამთავრდეს პანდემია

Nusagi

„მე თვითონ ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მქონდა გადატანილი და მქონდა ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი. 10 თვის განმავლობაში არც დაკლებულა, მაგრამ მაინც ავიცერი, რადგან დელტა შტამის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ არის ძალიან ეფექტური და ვაქცინაციასთან ერთად უფრო ეფექტურია დაცვა“, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა კარდიოლოგმა ნანა გეგეჭკორმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტი ადამიანი აიცრება, კორონავირუსს მუტაციის ნაკლები შანსი ექნება.

„ჩემი ოჯახის წევრების უმეტესი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი კი დარეგისტრირებულია და უნდა აიცრას. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. თუ ყველანი ავიცრებით, ნაკლები რეზერვუარი ექნება ვირუსს, ნაკლები შანსი ექნება მუტაციის და გაიზრდება იმის შანსი, რომ მალე დამთავრდეს პანდემია“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,942 ნახვა
%d bloggers like this: