რელიგია

„მურვან ყრუს არ უკადრებია ეგეთი რამე, რასაც ეს ბინძური ევროპა და ელჩები კადრულობს“ – მეუფე სპირიდონი

Nusagi

მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და საელჩოები გააკრიტიკა.

„წააქეზეს, ამერიკის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. საელჩოებმა და ეს 15 პარტია ეშმაკზეა მიყიდული და იცით რა მოხდა!, ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო. მურვან ყრუს არ უკადრებია ეგეთი რამე, ჯალალედინს და აღა-მაჰმად ხანს, რასაც ეს ბინძური ევროპა და ელჩები კადრულობს. არ იქნება თქვენი საშველი სანამ არ გაიწმინდება ამ სიბინძურისგან საქართველო და თქვენც მიყვებით იმათ თუ ჭკუას არ მოუხმობთ, ეს არის რეალობა ეს არის საღვთო წესრიგი.

ის ხალხი, ვინც ამას მეორე ყურში გაატარებს, რაც თამარ მეფეს და ჩვენ სიწმინდეებს მიაყენეს შეურაცხყოფა, ის ხალხი არამარტო უზიარებლობით უნდა დაისაჯოს, ეკლესიაში შემოსვლა არ შეიძლება იმათი, ფეხი არ შეიძლება შემოდგან იმათ ეკლესიაში“, – აცხადებს მეუფე სპირიდონი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: