საზოგადოება

„2022 იქნება ვირუსის დამარცხების წელი“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

Nusagi

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მომავალი წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

„ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარგი რაღაცაც გააკეთა. ყველაზე მაგარი რამ კი აშშ-ის მთავრობამ გააკეთა – კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელები ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან.

ვინც რაიმე საწინააღმდეგოს იტყვის ჩემს ფეისბუკზე, დაიბლოკება. რასაც ამერიკა ჩვენთვის აკეთებს, არავის გაუკეთებია, ესაა მეგობრობა.

ჩვენგან კი სამაგიეროდ ისეთს არაფერს ითხოვს – მხოლოდ დემოკრატია იყოს, გვეუბნებიან, ბიზნესი აკეთეთ, იცოცხლეთ, დიქტატურას ნუ ჩამოაყალიბებთო, მეტი არაფერი. 2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ექსპერტმა ვიდეო მიმართვაში.

მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ფაიზერი“ მაღალეფექტიანი ვაქცინაა.

„დელტა“ ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს – სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“. გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია – არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა – ელექტრობას, ოფთალმოლოგმა – თვალს, კარდიქირურგმა – გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა“ საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: