მედიცინა

აცრის შემდეგ, გარდაცვალება პრაქტიკულად გამორიცხულია, დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუქით გავრცელებულ ათას ტყუილს

Nusagi

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ნახევარი მილიონი ვაქცინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაში არის 2 მილიონი ვაქცინა – 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.

„ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი დავალებით ძალიან აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ყველ სოფელს ვაქცინა ადგილზე მიეწოდოს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინაციის შეუფერხებლად ჩატარების შესაძლებლობა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემი სურვილია, რომ ჯერ ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საშუალება ჩაიტაროს აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: