სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

Nusagi

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი ასევე ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილმა კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: