სპორტი

ოლიმპიადაზე გერმანელმა ტანმოვარჯიშე ქალებმა ღია საცურაო კოსტიუმით გამოსვლაზე უარი განაცხადეს

Nusagi

ოლიმპიადაზე გერმანელმა ტანმოვარჯიშე ქალებმა ღია საცურაო კოსტიუმით გამოსვლაზე უარი განაცხადეს

ამ ფორმით, ტანმოვარჯიშე ქალებმა სპორტში ქალთა სექსუალიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრეს. გერმანელი გიმნასტები ბოდი-კომბინეზონებით გამოვიდნენ, რომელიც მათ ფეხებს კოჭებამდე უფარავდათ.

„შპაგატების და ნახტომების დროს საცურაო კოსტიუმები ზოგჯერ იწევა და სხეულის ნაწილს აშიშვლებს. ამიტომ, ახალი ფორმა შევქმენით, რათა გოგონებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ შეჯიბრებებსა და ვარჯიშებზე“,-განაცხადა სარა ვოსმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტანმოვარჯიშეთა სტანდარტული ფორმა საცურაო კოსტიუმია, საერთაშორისო შეჯიბრებზე დაშვებულია იმ ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფეხებს ფარავს. ამ დრომდე ასეთი ფორმები ძირითადად, რელიგიური მიზეზებით ეცვათ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: