ეს საინტერესოა

პიროვნული განვითარება არ შემოიფარგლება ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპით, ის გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში

Nusagi

ჩვენ ვცხოვრობთ The Fourth Industrial Revolution ხანაში. ეს მეოთხე ინდუსტრიული -ტექნოლოგიური, ციფრული რევოლუცია არის გაგრძელება მესამე რევოლუციისა, ვინაიდან ბევრი პრობლემა თეორიულად მეოცე საუკუნეში იყო დამუშავებული, თუმცა ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო, მაშინ ვერ განხორციელდა,-ამის შესახებ Personal Development Portal პიროვნული განვითარების პორტალი წერს.

ციფრული რევოლუციის მახასიათებლებია განვითარების ძალზე მაღალი ტემპი, ცვლილებების დიდი მასშტაბები, კიბერ-ფიზიკური ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის სისტემების მასობრივი დანერგვა, რაც გარდუვალად წაშლის ტრადიციულ საზღვრებს ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სამყაროებს შორის, ძირეულად შეცვლის საზოგადოების ცხოვრებასა და საქმიანობას.

ტრანსფორმაცია თავისი მასშტაბით სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც ოდესმე განუცდია კაცობრიობას. ახალი აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გარღვევების ტემპებს ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია. ყოველივე ეს ახალ, განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებს პიროვნული განვითარების წინაშე.

პიროვნული განვითარება მოიცავს აქტივობებს, რომლებიც განავითარებენ ადამიანის შესაძლებლობებსა და პოტენციალს, ქმნიან ადამიანურ კაპიტალს, ხელს უწყობენ დასაქმებასა და მისწრაფებების განხორციელებას, რაც ზრდის ცხოვრების ხარისხს.

პიროვნული განვითარება არ შემოიფარგლება ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპით, არამედ გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მოიცავს ოფიციალურ და არაფორმალურ ქმედებებს. განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ თვითგანათლებით, განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მასწავლებელი, სახელმძღვანელო, მრჩეველი, მწვრთნელი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,436 ნახვა
%d bloggers like this: