უცხოური მედია

კვლევის თანახმად, ნიდერლანდებში, ივლისში ინფიცირებულთა 73 % არ იყო ვაქცინირებული, 16%- ერთი დოზით, 11%- ორი დოზით

Nusagi

ნიდერლანდებში პირველი ივლისიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებული 133 996 ადამიანიდან  73% არ იყო ვაქცინირებული,-ამის შესახებ ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისივე ინფორმაციით, ჩატარებული კვლევიით, ინფიცირებულთა 16 %-ს ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა მიღებული, 11% კი, ორი დოზით იყო აცრილი. ამასთან , კვლევის მიხედვით, პაციენტებმა, რომლებიც ორჯერადი აცრის შემდეგ დაინფიცირდნენ, დაავადება მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს, გარდაცვალების შემთხვევები კი, 90-100 წლამდე ასაკს უკავშირდება.

ამ დროისთვის ნიდერლანდების მოსახლეობაში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი 90%-მდე გაიზარდა.  ტელევიზიით და სოციალური მედიის საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება ვაქცინაციის უპრატესობასთან დაკავშირებით. ე.წ. ანტივაქსერებს კი, საეთერო დრო არ ეთმობათ.

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი, ჰუგო დე იონგე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს და თანამდებობაზე პანდემიის დროს დაინიშნა. ის მოსახლეობასთან სოციალური ქსლით აქტიურად უერთიერთობს და ფეისბუქმომხმარებლები განახლებულ ინფორმაციას ძირითადად, მის ოფიციალურ გვერდზე ეცნობიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: