პოსტები სოციალური ქსელიდან

„ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცელი“ – ექიმი ნანა გეგეჭკორი

Nusagi

„ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან, გვყავს გარდაცვლილი ბავშვები, ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის?“, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი გაუარესებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს.

ექიმის თქმით, კოვიდი გრიპი არ არის, ის მულტისისტემური დაავადებაა.

ამასთან, ნანა გეგეჭკორი ანტივაქსერებს მიმართავს.

„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებით დღითი დღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყოფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა.

იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის?

ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება? ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა.

სანამ დროა, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს…” – წერს ნანა გეგეჭკორი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: