პოლიტიკა

რიკ დემსი: არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია – მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს, გარკვეულწილად, რეფერენდუმია ოპოზიციასა და მთავრობას შორის

Nusagi

„როგორც მესმის, ოქტომბერში გექნებათ ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ვენეციის კომისიის დასკვნებსა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუცია, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ჩემი აზრით, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის აზრი, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გთავაზობენ და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა წაიღო მთავრობაში ან პარლამენტში. ამ მოსაზრებას ან გაითვალისწინებენ, ან არა, ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია ოპოზიციისა და ჩვენთვისაც ასამბლეაში. საქართველოს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია. საარჩევნო რეფორმა არის ჩვენს დღის წესრიგში. ეს ის საკითხებია, რასაც მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში დავაკვირდებით. ახლა არდადეგები გვექნება, მაგრამ დავბრუნდებით სექტემბერში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: