სამართალი

VTB ბანკი: ფილიალში გუშინ შესულ უცნობ მამაკაცს ფული არ მოუთხოვია, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

Nusagi

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ფილიალში გუშინ შესულ უცნობ მამაკაცს ფული არ მოუთხოვია და მისი მხრიდან თანამშრომლების მისამართით არც მუქარას ჰქონია ადგილი.

ბანკის ფილიალში ძარცვის მიზნით მამაკაცის შეჭრის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკის“ კომუნიკაციების უფროსი, შოთა მაჭავარიანი ესაუბრა.

მისი თქმით, უცნობი პიროვნება ბანკში ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სახურავის გავლით, გუშინ, დილის საათებში შევიდა, თუმცა იარაღი არ ჰქონია.

„ის მეორე სართულის ზონაში შევიდა, სადაც ფული და ფასეული ნივთები არ ინახება. მამაკაცი ჩვენი თანამშრომლების გვერდით იმყოფებოდა. მისი მხრიდან არ ყოფილა მუქარა ან დაშინება, არც იარაღი ჰქონია“, – განაცხადა შოთა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბანკის თანამშრომლები ვერც კი მიხვდნენ, რომ აღნიშნული პირი ფილიალში უკანონოდ იყო შესული და მათი თანამშრომელი ეგონათ.

„მოგვიანებით თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ჩვენი ბანკის თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ მან ბანკის ტერიტორია დატოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რა მიზნით შემოვიდა, ამას ვერ გეტყვით. ამას გამოძიება და პოლიცია დაადგენს. მას არც ფული და არც საბუთი მოუთხოვია. მეც ძალიან გაკვირვებული ვარ. ვისაც ჰქონდა შეხება ამ ადამიანთან, ამბობენ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

როდესაც იმის გარკვევა სცადეს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, მან ბანკის ტერიტორია დატოვა. ჩვენი თანამშრომლებიც გაოგნებულნი დარჩნენ, რადგან ეს ადამიანი კოლეგა ეგონათ.

როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დაკითხულია, მასალები ამოღებულია, ადგილი დათვალიერებულია და ველოდებით საბოლოო შედეგს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ipn

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: