პოლიტიკა

გიგი უგულავა – დღეს „ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა არჩევნები

Nusagi

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. როგორც მან„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, „ვადა უნდა მივცეთ „ოცნებას“, შესაბამისად მთავრობისგან „გადაგდებულ“ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ „ოცნება“ შეთანხმებაში“.

„ჩემი აზრით: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან;

ვადა უნდა მივცეთ „ოცნებას“, შესაბამისად მთავრობისგან „გადაგდებულ“ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ „ოცნება“ შეთანხმებაში;

შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე „ოცნებასთან“ საუბარი არ შეიძლება;

ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს, დღეს „ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა არჩევნები”,- წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: