პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოში მივდივარ

Nusagi

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომლის სათაურია: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“, აზიარებს შემდეგი კომენტარით:

„საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, – წერს ევროპარლამენტარი.

კიდევ ერთ პოსტში კი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ ძალებს აკრიტიკებს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, – აღნიშნავს იგი.

ასევე ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოში მოდის.

„კიევში ვარ და საქართველოში მივდივარ“, – წერს ევროპარლამენტარი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: