პოლიტიკა

რა ბედი ეწევა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა

Nusagi

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ.

მისი თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდება.

„19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს: ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად სიღრმისეულად განიხილება და მიიღება. შემოდგომაზე დასრულდება „ამნისტიის შესახებ კანონის” მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: