პოლიტიკა

შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში ნაწილობრივ შემოსვლა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურებოდა

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში განწყობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში ნაწილობრივ შემოსვლა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურებოდა და სხვას არაფერს, ამას კი საზოგადოება ხედავს. ჩვენ არ ვწყვეტთ საკითხებს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმიდან და გადმოსახედიდან. საზოგადოებაში განწყობები განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი მუხლი არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ განზრახ შემოტანილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა ქვეყანა ჩამოქცეულიყო და დესტაბილიზაციას ჰქონოდა პრიორიტეტი. ეს რეალობა დავინახეთ და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: