სპორტი

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Nusagi

+100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი აიღო. ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელთან, ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხმა ძიუდოისტმა ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგო – 2016 წელს რიოში მან 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თუშიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევს სძლია.

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს ქართველი ძიუდოსტების მიერ მოპოვებული მეოთხე მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოსტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: