პოლიტიკა

ნატა საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი იქნება

Nusagi

ნატა საბანაძე პარტია „საქართველოსთვის“ შეუერთდა და საგარეო მიმართულებით გიორგი გახარიას მრჩეველი იქნება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ნატალია საბანაძესთან ერთად შეხვდა.

„ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს. მიხარია, რომ შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან და იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: