სოციალური ქსელები და მედია

წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს

Nusagi

წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ჰყავს ჩაბარებული, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-სა და მის ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც, ის მედიასა და ჟურნალისტებს, რომელიც მას ჰყავს ჩაბარებული, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. სიმბოლურია, რომ რადიკალური ოპოზიციის სახელით, პირველი ბრიფინგი სწორედ მან ჩაატარა “ქართული ოცნების” განცხადების საპასუხოდ – ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია. ამ წლების განმვლობაში ჩვენ ამას ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„მთავარმა არხმა“ მუშაობის სპეციალური რეჟიმიდან გამოსვლა და მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმზე გადასვლა დააანონსა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: