სოციალური ქსელები და მედია

მივმართავ მთავრობას, ნოსტალგიებში ჩავარდნილებს აუსრულეთ დაკვეთა ნულოვან ტოლერანტობაზე- ესროლეთ, შეუვარდით, მერე ციხეში აწამეთ

Nusagi

პროდიუსერი ნატო დუმბაძე თბილისში ავსტრალიელი ქალის სავარაუდო მკვლელობას ეხმაურება.ნატო დუმბაძე საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს, ვინც ტრაგედია სასწრაფოდ „გააპოლიტიკურა“.

„საშინელებაა რაც მოხდა, იმდენი კამერები აყენია ყველგან სახლში, ვის რა აცვია იმასაც ხედავენ და იმედს ვიტოვებ, მალე დააკავებენ მკვლელს!

ეგრევე გაპოლიტიკურდა თემა, ეგრევე ნულოვანი ტოლერანტობაო გაჰკივიან! მისტირიან იმ დროს, ხოდა ჩვენ კი გვახსოვს როგორი იყო ეგ ნულოვანი ტოლერანტობა.

მეც მინდა მოგმართოთ მთავრობა და შსს, იგივენაირად მოიქცეთ როგორც იმ დროს ექცეოდნენ ხალხს განურჩევლად დანაშაულისა, ქალისა, კაცისა, ბავშვისა, ნოსტალგიაში ჩავარდნილებს, პოსტს რომ ვერ წერდნენ შიშით იქნებ აუსრულოთ ეს დაკვეთა! ანუ ესროლეთ , გაიტაცეთ , გააქრეთ, ოჯახში შეუვარდით , მერე ციხეში გააგრძელეთ იმათი წამება !კრუსუნი არ გავიგო მერე არავისი!

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: