ხელოვნება და კულტურა

მოაშორეთ მწერლებად წოდებული აფერისტები, გააუქმეთ „ლიტერა“ და მოგვიანებით ჩაატარეთ ნორმალურად

Nusagi

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს რჩევას აძლევს, გააუქმოს კონკურსი და მოაშოროს „მწერლებად წოდებული აფერისტები“, შემდეგ კი, ნორმალურად ჩაატაროს.

„როგორც გარკვეული წრეებიდან მატყობინებენ, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი (,,ლიტერა”) ცოცხალ კლასიკოსთა მთელმა პლეადამ დატოვა, თანაც პროტესტის ნიშნად! ოოო… ,,ბლიაააად”!

ამასთანავე, თურმე მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და ჟიურის წევრებიც ათესილან, ესენიც პროტესტის ნიშნად!ოოო… ,,ბლიააად”!

ორ საკითხს შეუწუხებია მათი კლასიკური ტვინები: პირველი – კულტურის სამინისტრომ ჟიურის წევრად თავისი წარმომადგენელი ჩაგვინერგაო. ჰა, ჰა, ჰა… გაიგონეთ? ჩაგვინერგაო, განა დაგვინიშნაო, ან წარმოგვიდგინაო? ესე იგი, კულტურის სამინისტრო ატარებს კონკურსს და თავისი წარმომადგენელი არ უნდა ჰყავდეს, ხომ? თანაც ვინ, იოსებ ჭუმბურიძე, რომელთან ჩაწყობა-ვირეშმაკობა არ გაგივათ!მეორე – თეა წულუკიანმა ემა გოგოხიას მიკროფონი რომ წაართვა, ამიტომ უნდა დავტოვოთ კონკურსიო. ჰაიმეეე! ერთი ემა გოგოხიაა ჟურნალისტი და მეორე თქვენ ხართ მწერლები!

ჰმ… ემა გოგოხიაო, ,,ბლიააად”!ვუყურებ წერა-კითხვის უცოდინარ ე.წ. მწერლებს, ე.წ. ჟურნალისტებს, ე.წ. ექსპერტებს და არ ვიცი, სირცხვილით სად დავიმალო!

დამმალეთ, ხალხოოოოო!!!

P.S. პატივცემულო კულტურის სამინისტროვ, მოაშორეთ მწერლებად წოდებული აფერისტები, გააუქმეთ კონკურსი და მოგვიანებით ჩაატარეთ ნორმალურად. ნუ გამოახვრევინეთ ეგ სფერო მჯღაბნელ ,,ნაციონალებს”!“,-წერს გელა ზედელაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: