სამართალი

შსს-მ თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

Nusagi

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტს გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ტურისტის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველი არის ჩართული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: