პოლიტიკა

დიახ, სხვაგანაც ხდება, დანით გამომედევნენ ვაშინგტონში, მერე რა? არ გვაქვს უფლება “ოცნების” პოლიტიკაზე ვთქვათ?

Nusagi

დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მოკლული ავსტრიელი ტურისტის შემთხვევას ეხმაურება:

“დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?“,-წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავსტრიელი ქალის ცხედარი იპოვეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: