მედიცინა

მთავრობამ ცოტათი წამომიკრას ხელი და იქნება აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად

Nusagi

ცნობილი ბლოგერი-ექიმი გიორგი ღოღობერიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა წამლების არაადეკვატურად ამაღალ ფასებზე ისაუბრა.

გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკისა და აფთიაქის გახსნას ცდილობს.

„პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.

აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა

დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ

მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად.

ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს

სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.

მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომისთ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება“,-წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: