უცხოური მედია

დონალდ ტრამპი: სულ რაღაც ცხრა თვეზე ნაკლებ პერიოდში უაღრესად ეფექტური ვაქცინა მივიღე – იმედია, ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას

Nusagi

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაცია შეაქო უაღრესად ეფექტური ვაქცინისთვის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„სულ რაღაც ცხრა თვეზე ნაკლებ პერიოდში უაღრესად ეფექტური ვაქცინა მივიღე, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ ამას ხუთი წელი ან მეტი დრო დასჭირდებოდა. იმედია, ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

31 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაქცინა შემუშავებული და ავტორიზებული „რესპუბლიკური“ ადმინისტრაციის დროს იყო, ხოლო მისი განაწილება და შეყვანა „დემოკრატიული“ ადმინისტრაციის პირობებში ხდება.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა.

„მე რომ ახლა პრეზიდენტი ვყოფილიყავი, როდესაც კორონავირუსი მძვინვარებს, ჩვენს ქალაქებში ხალხს კლავენ, საზღვარი მთლიანად გახსნილია და კრიმინალები და მძიმედ ინფიცირებული ადამიანები შემოდიან, „ფეიკ“ მედიას უბედნიერესი დღე ექნებოდა. როდესაც თეთრი სახლი დავტოვე, სამართალდამცველების მხარდაჭერა ისეთი მაღალი იყო, როგორც არასდროს, ხოლო საზღვარი ძლიერი, უსაფრთხო და დაცული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,903 ნახვა
%d bloggers like this: