პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ ვიცით, რომ IRI-ს კვლევას უტარებს ორგანიზაცია IPM-ი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან

Nusagi

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მორაობის“ პროექტია.

„ყველამ ვიცით, რომ IRI-ს კვლევას უტარებს ორგანიზაცია IPM-ი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასთან, ჩვენ ყოველთვის გვქონდა საუბარი და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ყოველ ჯერზე, თუ გავიხსენებთ წინა არჩევნების შედეგებს, კვლევის მონაცემებს, კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებს ყოველთვის აცდენილი იყო“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, როგორც წესი, ორგანიზაცია მმართველ პარტიას პროცენტს აკლებდა.

„ეს პროცენტები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეწერებოდა. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საინტერესოა, რომ ჩვენ მოგვაკლეს ეს პროცენტი, თუმცა, ამ შემთხვევაში, გადაუნაწილეს არა „ნაცმოძრაობას“, არამედ – თანაბრად გადაუნაწილეს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას პარტიას. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი რამ იკითხება; მთავარი დასკვნა, რომელიც, შეიძლება, გამოვიტანოთ, არის ის, რომ დასტურდება ჩვენ მიერ არაერთგზის ნათქვამი – გახარია, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ პროექტია. მათი მიზანია, ეს პოლიტიკური პარტია რაც შეიძლება წინ წამოწიონ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყველა მათი ტელევიზია დაკავებულია გახარიას პიარით. მათ უნდათ, რომ, რამენაირად, 1-2% წაართვას გახარიას პარტიამ „ქართულ ოცნებას“. ეს არის მათი მიზანი, მათი ოცნება, თუმცა ამას არ უწერია ასრულება“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: