მედიცინა

ელისო კოკაია -ჰომეოპათი თინა თოფურია, რომელიც თავს აკადემიკოსს უწოდებს, არ გახლავთ ოფიციალური უწყების აკადემიკოსი

Nusagi

ფარმაკოზედამხედველობის, სამედიცინო და სარეგულაციო საქმეთა მენეჯერი, ელისო კოკაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისგან  მიღებულ ოფიციალურ წერილს, სადაც და  ჰომეოპათ თინა თოფურიას, რომელიც თავს აკადემიკოსს უწოდებს, თვითმარქვიობაში ამხელს.

ელისო კოკაია აღნიშნავს:

„როგორც  ვვარაუდობდი, ჰომეოპათ თინა თოფურიას  აკადემიკოსის სტატუსი არ გააჩნია, მეტიც, როგორც ქალბატონი თინა,  ასევე სხვადასხვა მედიასაშუალება არღვევს კანონს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ  კერძოდ, თავი II. მუხლი 3. პუნქტი 5.-ის თანახმად „დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად, ან წევრ-კორესპონდენტად, ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა.“

ამ კანონის თანახმად, დაუშვებელია, ქალბატონი თინა  იწოდებოდეს აკადემიკოსად, ვინაიდან ის არ არის სახელმწიფო ლეგიტიმაციის მქონე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არც ნამდვილი წევრი -აკადემიკოსი,  არც წევრ-კორესპონდენტი, არც საპატიო აკადემიკოსი…“

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: