ეს საინტერესოა

იცოდით, რომ ადამიანები თქვენს მიერ გამოყენებულ ზედსართავ სახელებს რატომღაც თქვენს თვისებებად თვლიან?

Nusagi

იცოდით, რომ ადამიანები თქვენს მიერ გამოყენებულ ზედსართავ სახელებს რატომღაც თქვენს თვისებებად თვლიან?

თუკი თქვენ ვინმეს ახასიათებთ, როგორც ჭკვიანსა და ერთგულ ადამიანს, მოსაუბრე არაცნობიერად ჩათვლის, რომ თქვენც ჭკვიანი და ერთგული ხართ.

იგივე ხდება სხვა ადამიანის უარყოფით კონტექსტში მოხსენიების დროსაც. თუკი გჩვევიათ ზურგს უკან სხვაზე აუგის თქმა, მოსაუბრე დიდი ალბათობით, თქვენს მიერ ხაზგასმულ უარყოფით თვისებებს თქვენვე მოგაწერთ!

აღნიშნული ფენომენი მრავალი კვლევით დადასტურდა და მას “თვისებების ტრანსფერი” ეწოდება.

უახლესმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ სქემა მათზეც კი მოქმედებს, ვინც თქვენ კარგად გიცნობთ. დიახ, თქვენს მიერ წარმოთქმულ ზედსართავ სახელებს მაშინაც კი მოგაწერენ, როდესაც ზუსტად იციან, რომ თქვენ ამ თვისებებს არ ფლობთ.

შეეცადეთ მესამე პირის დახასიათებისას უარყოფითი ზედსართავი სახელები არ გამოიყენოთ, ეს თქვენს იმიჯს ნამდვილ ზიანს მოუტანს.

დაბოლოს, ყოველთვის ხაზი გაუსვით ადამიანის პოზიტიურ თვისებებს, თუმცა რაღა თქმა უნდა, დამსახურებულად და გულწერფელად. ამით ირგვლივ მყოფების კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

წყარო: Personal Development Portal პიროვნული განვითარების პორტალი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: