ჯანდაცვა

„კლინიკაში პაციენტის დაგვიანებული მოთავსება არის ამდენი გარდაცვალების მიზეზი“ – ვატო სურგულაძე

Nusagi

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე განმარტავს თუ რატომ გვაქვს ქვეყანაში კორონავირუსისაგან გარდაცვალების ამდენი შემთხვევა.

მისი თქმით, მთავარი მიზეზი არის გვიანი ჰოსპიტალიზაცია, გვიანი დიაგნოსტირება, პაციენტის გვიან გადაყვანა კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობის დაგვიანებული მკურნალობა.

„არის შემთხვევები, რომ თავად მოქალაქეები მიმართავენ გვიან კლინიკებს, ხოლო სახლის პირობებში არ ხდება არავითარი მონიტორინგი, ვითომ მუშაობს ოჯახის ექიმი ინსტიტუტი, პირველადი ჯანდაცვა 2 კვირაში ერთხელ თუ დაურეკეს კარგი იქნება.

პაციენტი თავის მდგომარეობას ვერ აფასებს შესაბამისად, ზოგს არ აქვს სურვილი საავადმყოფოში წასვლის და ფიქრობს, რომ ვერ მიხედავენ სათანადოდ.

იმდენი პულსოქსიმეტრი უნდა გვეყიდა, რომ ყველა ადამიანს, ვინც სასტუმროში და სახლშია ადგილიდან გააკონტროლებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

პაციენტებთან, რომლებიც არიან სასტუმროებში და სახლის პირობებში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ოჯახის ექიმს. ხშირად ხდება ისე, რომ ისინი ტელეფონით უნიშნავენ ისეთ ანტიბიოტიკებს, რამაც შეიძლება გაართულოს მათი მდგომარეობა. არც ანალიზები გაქვთ, არც მონაცემები და ნუ ნიშნავთ მედიკამენტს, ეს ხდება მაშინ, როცა გვაქვს ყველა მონაცემი“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ის აღნიშნავს, რომ სექტემბერში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იყო 2020-ში, რადგან ახალი შტამები ბავშვებზეც გადადის.

„თუ ჩვენ სკოლებში მოსწავლეებს არ დავახვედრეთ აცრილი მასწავლებლები გვექნება ეპიდაფეთქება ბავშვებში.

ომია, ომში რომ გაიწვიონ ჯარისკაცი ვინც ვალდებულია და მან უპასუხოს – „იცი რა მე არ მინდა ახლა ჯარში წასვლაო“ დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს. მძიმე სიტუაციაა და საჭირო იქნება? – აიცრება ყველა! რეგულაციების გამკაცრების გარეშე სხვანაირად ამ ეპიდსიტუაციის გაჩერება არ მოხერხდება და ვაქცინაციაც ძალიან აგვიანებს.

არა შეზღუდვები, არა ლოკდაუნები, არამედ ის რეგულაციები, რაც უმარტივესია და ეს უნდა გააკონტროლოს მთავრობამ. სახელმწიფოსა და სისტემის მართვას კარგი ცოდნა, პასუხისმგებლობა და გამოცდილება სჭირდება“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: