ხელოვნება და კულტურა

ნინო მიქიაშვილი: ამ მოძრაობის იდეური ლიდერები ჯერ ჩუმად, ჩრდილში არიან

Nusagi

ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე – ანტიქართული, შხამიანი ტელეარხები, ჩვეულებისამებრ მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს, რომ თითქოს ხვალ, 5 აგვისტოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გამოიტანონ საგანძური,-ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია- საგანძური მოხვდეს დავით ლორთქიფანიძის ხელში.

„მძიმეა ამ არხების ყურება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იძულებული ვარ მაქსიმალურად მივადევნო თვალი და ყური. შექმნეს ხელოვნების მუზეუმის და კოლექციების დაცვის საინიციატივო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი ნატა ფერაძეა. ეკა კიკნაძე ლამის ყოველ საღამოს საკუთარი სახლიდან ერთვება ზემოხსენებულ ტელეარხებს. ცირა ელისაშვილი წულუკიანს ვაჟკაცური მანერებით ემუქრება. ძალიან აქტიურობს თაკო ჩარკვიანი – წულუკიანი მიკროფონის ქურდია და საგანძურსაც გაქურდავსო. ამ მოძრაობის იდეური ლიდერები ჯერ ჩუმად, ჩრდილში არიან.

ცოტა ხანში ხსენებული ტელეარხების საშუალებით დაგვათვალიერებინებენ იმ სივრცეს, რომელიც საგანძურის გადასატანად აქვთ გამზადებული, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნულ სართულზე. ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ესაა – საგანძური მოხვდეს დავით ლორთქიფანიძის ხელში.

ხვალ, 5 აგვისტოს იკრიბებიან პუშკინის სკვერში; იყვირებენ – არ გაბედოთ და საგანძურს თითი არ დააკაროთო. მეორე, მესამე დღეს გამოვლენ და იტყვიან – აი, ხომ ხედავთ?! ჩვენმა პროტესტმა გაჭრა, საგანძური ვერ გამოიტანესო. ზუსტად ასე იმოქმედეს ხელოვნების მუზეუმის შენობის საკითხთან დაკავშირებით – 21 ივლისიდან ყვირილი ატეხეს, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის მიზანი პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმის დანგრევა იყო, რომ “პანორამა თბილისს” ხედი გათავისუფლებოდაო. ახლა ამბობენ, ჩვენ რომ ვიყვირეთ მუზეუმის შენობის დანგრევა იმიტომ გადაიფიქრესო. არადა, ხელოვნების მუზეუმის დანგრევის გადაწყვეტილება არავის მიუღია – ეს იყო ხელოვნურად აგორებული თემა, ისევე, როგორც 5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმიდან საგანძურის გატანის საკითხი არის სიცრუე და ხელოვნურად აგორებული თემა.

ვინც მიზანმიმართულად ადევნებთ თვალს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას (რაც პერიოდულად ქვეყნდება კულტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე), გეცოდინებათ, რომ 5 აგვისტომდე უნდა განისაზღვროს ადგილი, სადაც საგანძური და ხელოვნების მუზეუმის სხვა კოლექციები დაბინავდება. ეს წერია სამოქმედო გეგმაში, (მკაფიოდ წერია!) მაგრამ ახლა ხელოვნების მუზეუმი და იქ დაცული საგანძური აქციეს ქვეყანაში ცრუ პროტესტის თემად“,-წერს ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: