საზოგადოება

ოპოზიციურ არხებზე 53 ჟურნალისტი ერთად არ გვინახავს, ახლა ერთად შეიკრიბა და თავი აცემინა?

Nusagi

ამ პანდემიის პერიოდში რა დროს პრაიდი და რაღაც მსვლელობებია, რა გეპრაიდებათ,-ასე ეხმაურება დიზაინერი ზალიკო ბერგერი ჟურნალისტების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ საყვედურს. 

„კახი კალაძის პრეზენტაციაზე მისვლისას ბიჭმა და გოგომ შემაჩერა, სანამ ბიჭი რაღაცას მეტყოდა, გოგო იმეორებდა ორმოცდაცამეტი, ორმოცდაცამეტიო. საკრალური რიცხვია მეთქი. 53 ჟურნალისტი სცემესო… ოპოზიციურ არხებზე 53 ჟურნალისტი ერთად არ გვინახავს, ახლა ერთად შეიკრიბა და თავი აცემინა? ისე, ამ პანდემიის პერიოდში რა დროს პრაიდი და რაღაც მსვლელობებია, რა გეპრაიდებათ. რატომ იწვევთ ხალხის აგრესიას?

მკითხეს, აქ რომ მოხვედი, თავს უხერხულად არ გრძნობ, ჟურნალისტია გარდაცვლილიო? სამწუხაროა. თქვეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდაო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კლინიკიდან რომ გასულა, იმ ბიჭს გარეთაც უვლია, ფონიჭალაშიც დაუფიქსირებიათ, მისი გარდაცვალება ჟურნალისტების ჩაგვრასთან არ არის დაკავშირებული. საბოლოოდ დაადგენენ, რამ გამოიწვია ეს შედეგი.

ვინც კახი კალაძის პრეზენტაციაზე ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კითხვა მაქვს მათთან- რასაც პატრიარქზე ამბობთ, იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?“,-განაცხადა მან.

xnews

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: