ჯარი

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 30 მლნ დოლარის „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

Nusagi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით. თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გასცა საჭირო სერტიფიკატი, რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს, – ამის შესახებ თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორი. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით.

აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს,“- ნათქვამია პრესრელიზში.

სააგენტოს განცხადებით, მთავარი კონტრაქტორი იქნება „Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture of Orlando, Florida and Tucson, Arizona“. თუმცა, აღნიშნული რაკეტების მიწოდება მოხდება აშშ-ის არმიის მარაგიდან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: