Uncategorized

ამირან გამყრელიძე: არ არის საკმარისი 20 ათასი აცრა, დღეს რომ საშუალება იყოს ქვეყანაში 100 ათასი აცრა ვაკეთოთ ყოველდღიურად, სწრაფად შევაჩერებთ ეპიდემიას

Nusagi

ეპიდსიტუაცია სერიოზულად გვაქვს გაუარესებული. რისკები ძალიან მაღალია, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ და ვაქცინაციაში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, აქედან გამოსავალი დღეს არის ერთი – მკაცრად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს? ყველამ ვატარებთ პირბადე დახურულ შენობაში, ღია სივრცეში იქ, სადაც 5 ადამიანი ერთად ვიკრიბებით, ყველას გვქონდეს პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როცა ტყეში სეირნობთ, ლისის ან კუს ტბაზე წრეს აკეთებთ, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე! გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. და მეორე, გავაინტენსიფიციროთ (აცრები). ხომ ავედით 20 ათასზე? არ არის საკმარისი 20 ათასი. გვინდა 25, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 ათასი. დღეს რომ საშუალება იყოს ქვეყანაში 100 ათასი აცრა ვაკეთოთ ყოველდღიურად (ამდენი ვაქცინა არის), სწრაფად შევაჩერებთ ეპიდემიას. გასაგებია, 100 ათასი ძალიან უტოპიური ციფრია შეიძლება ყველასთვის, მაგრამ შესაძლებელია, რომ ერთი კვირის განმავლობაში 30 ათასზე ავიდეთ და ეს ყველამ ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: