Uncategorized

თამარ გაბუნია: დაწესებული შეზღუდვები რომ სრულდებოდეს თუნდაც 80-პროცენტიანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა

Nusagi

ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად კვლავ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პირბადეების ტარება რჩება.

“ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი ასევე აჩვენებს იმას, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტიან მაჩვენებელს. ამ ეტაპზე ყველზე ქმედითი და ეფექტური საშუალება პრევენციის მიზნით არის პირბადის გამოყენება. ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეებში, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით ამ დროისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

“რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ეს ერთი კვირა ჩვენთვის კიდევ იქნება ის პერიოდი, როცა ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების საფუძველზე მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს და დიდი თავყრილობები არ გაიმართოს, მათ შორის არც ოჯახურ გარემოში. ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის კარგად არის ცნობილი. რა სცენარით მივდივართ, ამასაც ვხედავთ და რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვების დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს თუნდაც 90 ან 80 პროცენტიანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ამ სცენარს არ შეცვლის”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: