სამართალი

მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია

Nusagi

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე იყო მსჯავრდებული, საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ჩოლოიანი უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ჩოლოიანი საპატიმროში წელიწად-ნახევარი იმყოფებოდა. ჩოლოიანი ბრალს ჩვენების იძულებით მიცემისთვის იხდიდა.

„კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერება დაზარალებულ მხარესთან. მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება. საბჭომ უარი განუცხადა ჩოლოიანს, რის შედეგადაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩოლიანის ადვოკატმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო წარედგინა ბრალი.

ლუკა სირაძეს „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვას და წარწერის – „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდნენ, რის გამოც ის პოლიციაში მოხვდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,436 ნახვა
%d bloggers like this: