პოლიტიკა

ნაცმოძრაობას უკვე საკუთარი ოლიმპიური მედალოსანიც ჰყავს

Nusagi

მოუსმინეთ, როგორ შეფასებას აძლევენ ლაშა ტალახაძეს რუსი კომენტატორებიც კი, მიუხედავად მძიმე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა, პლანეტარული მასშტაბის ათლეტად მოიხსენიებენ, ძალოსნობის ღმერთი უწოდეს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ათლეტად აღიარეს, ტალახახის გამო ღირს ძალოსნობის ცქერაო და ა.შ.მოუსმინეთ: https://vm.tiktok.com/ZSJt2vV1J/ ,-წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი ტქმით, ამ დროს, ჩვენთან, ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტია, ლაშა ტალახაძეს არათუ არ ულოცავს, შეურაცხყოფებს აყენებს…

„ნაცმოძრაობას უკვე საკუთარი ოლიმპიური მედალოსანიც ჰყავს – სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ზურაბ დათუნაშვილი, რომელსაც ასევე გულით ვულოცავ წარმატებას და ბრინჯაოს ოლიმპიურ მედალს.ყველა ქართველის წარმატება მიხარია, რომელი ქვეყნის სახელითაც არ უნდა გამოდიოდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებზე წინ ვერავის დავაყენებ.როცა სჭირდებათ, სერბეთი პრორუსული არაა, არც მისი ლიდერია პუტინისტი, არც სერბების, შესაძლოა ოლიმპიური ნაკრების “Sputnik-V”-ით აცრა აწუხებთ.

ეს ისე. ქართველ მედალოსანს არ ეხება.

არ სურთ გაიგონ, რომ ოპოზიციონერობა არაა ყველა საკითხში საპირისპირო პოზიციის დაკავება.

ამათ ვერ გავაგებინებ. სხვისთვის ვწერ, მომავალი პოლიტიკოსებისთვის: როცა ტყე იწვის, ხანძარს არ უნდა გულშემატკივრობდე; პანდემიის დროს, ჯანდაცვის სისტემას არ უნდა არყევდე; საკუთარ მოსახლეობას საინფორმაციო ომს არ უნდა უცხადებდე; უნდა გესმოდეს რას ნიშნავს სუვერენიტეტი და შენი თანამოქალაქეების მიმართ სანქციებს არ უნდა ითხოვდე და ა.შ.მოკლედ, მოსწონს ვინმეს თუ არა, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: