ხელოვნება და კულტურა

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება

Nusagi

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე.

„შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდა”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან განცხადების თანახმად, ოქროს ფონდი შეთანხმების მიხედვით დაბრუნდება რეაბილიტაციის შემდეგ აღდგენილ ხელოვნების მუზეუმში.

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც,- საეკლესიო საგანძური დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: