პოლიტიკა

ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვის პროცესში, პარტიულ ტელევიზიებთან ერთად ჩართული იყო წარსულში „ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანური რესურსიც

Nusagi

ავსტრალიელი მასწავლებლის ტრაგიკული ისტორია, უკვე მერამდენედ ამხელს მეინსტრიმული მედიის ნამდვილ სახეს. ტყუილზე და ფაქტების დამახინჯებაზე აგებული მედია ბადე ხომ ისედაც ცნობილი იყო და პარტიული ტელევიზიების რეალურ სახეს ამ ტრაგედიის გაშუქების რაკურსითაც წარმოაჩენს,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სპეციალურად ხდებოდა ავსტრალიელი მასწავლებლის ტურისტად წარმოჩენაც, რაც სპეკულაციების საგანი და ტურისტული სეზონის ჩაგდების მძლავრი ინსპირატორი უნდა გამხდარიყო.

„ამ მკვლელობით არათუ ჩრდილი მიადგა ქვეყნის იმიჯს, გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ტურისტულ სეზონზეც აუცილებლად იქონიებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი ანტისახელმწიფობრივი და მეტად საშიში პიარ -კამპანია ჩავარდა, კამპანია, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვასთან ერთად ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვაზე იყო მთლიანად ორიენტირებული. ამ პროცესში პარტიულ ტელევიზიებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საექსპერტო ადამიანური რესურსიც, მათ შორის გასულ წლებში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებთან ერთად, პროცესის მეტი დამაჯერობლოსათვის.

საერთაშორისო რენომეს შერყევით, პროცესი საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტისკენ, სანქციების დაწესებით და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა წარმართულიყო, რასაც ეკონომიკის ჩამოშლა და ხალხის ბუნტი უნდა მოყოლოდა.

მართალია, ეს გეგმა ჩავარდა, მაგრამ პოლიტიკური რისკები არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. ხელისუფლება მაინც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. ცხადია, ამ მკვლელობის გამოძიებასთან ერთად, პასუხი გასაცემია 5-6 ივლისის მოვლენებზე, მიშელის დოკუმენტიდან ცალმხრივი გამოსვლის პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად, რაზეც ძირითადი პოლიტიკური აქტიორების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბაშვილთან დაწყებული კონსულტაციების დაძაბული ხასიათიც მიუთითებს. ამ ფაქტორებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული უახლოესი, ადგილობრივი არჩევნების ბედი და პოლიტიკური პროცესების განვითარების დინამიკაც უახლოეს მომავალში“,-წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

22Gia Sharashenidze, Manana Maziashvili and 20 others9 CommentsLikeCommentShare

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: