საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი სამხედროების მებრძოლი სულის სიმტკიცისა და მათი მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, წარმატებით ჩატარდა მე-10, საიუბილეო სამხედრო სწავლება

Nusagi

Agile Spirit 2021 გამოირჩეოდა წვრთნების მრავალფეროვნებით, ლოკაციის, სადესანტო ოპერაციებისა და მათში ჩართული სამხედროების რიცხოვნობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „მტკიცე სული-2021“ არ არის მხოლოდ გამორჩეული, არამედ ის ისტორიულიცაა.

„საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნების ისტორიაში პირველად, წელს მონაწილეობდა საქართველოში წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა. ეს გახლავთ საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სამხედრო ინდუსტრიის წარმატება. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: