საზოგადოება

რამდენიმე კრიმინალს არ მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, ვინც სამუშაოს დაუბრუნდა

Nusagi

თბილისის მერმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მიიღო მონაწილეობა. როგორც კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „თბილსერვის ჯგუფის“ გარკვეული ნაწილის გაფიცვა ძალიან სამწუხაროა.

„ნამდვილად არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს ვერ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილი, რომელიც დაბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული რა რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. გასულ წელს ხელფასების 20-პროცენტიანი მატება იყო და მიეცათ დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ტექნიკას რაც შეეხება, კალაძის თქმით, ამაზეც ითქვა ტყუილი, რაც მარტივად გადასამოწმებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს, ამ ადამიანებს 8 წლის განმავლობაში, ახალი უნიფორმა არ მიუღიათ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს 6 აგვისტოსვე დაუბრუნდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: