უცხოური მედია

გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა

Nusagi

გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს.

სამხრეთ საფრანგეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.

არსებული რეგულაციის თანახმად, თუ ტურისტები ან გერმანიის მოქალაქეები მაღალი რისკის ქვეყნიდან ბრუნდებიან, მათ კარანტინი უნდა გაიარონ, რომელიც ხუთ დღში დასრულდება, თუ კორონავირუსზე ტესტის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: