პოლიტიკა

თუ შევძლებთ, დღის განმავლობაში 30 ათასი აცრა გავაკეთოთ, დამერწმუნეთ, ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგი ვითარებაა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ვირუსით ინფიცირების ზრდის ტენდენციაა.

„ქვეყანაში სერიოზული მდგომარეობაა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყოველდღიური მაჩვენებლები 4000-ის ფარგლებშია. ჯერჯერობით აღმასვლის ტენდენციაა ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები. ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა თუ რა უნდა გაკეთდეს.

საჭიროა აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ ამავე დროს გარკვეული ღონისძიებების გამკაცრება და შესაძლებელია ასევე გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ ინფექცია შევაკავოთ. თუ შევძლებთ რომ დღის განმავლობაში 30 ათასი აცრა გავაკეთოთ, დამერწმუნეთ, რომ ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: