სპორტი

ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე იტირა. ვიდეო

Nusagi

„ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც ამ ქალაქისთვის გავაკეთე და ყველაფერს დავუბრუნდები, როცა საზღვარგარეთიდან ჩამოვალ, რადგან ეს ჩემი სახლია და ჩემს შვილებს დავპირდი, რომ დავბრუნდებოდით“, – ამ სიტყვებით მიმართა არგენტინელი ფორვარდმა გულშემატკივარს და მათ მადლობა გადაუხადა.

„ყველას, ვინც დაგვეხმარა, დიდ მადლობას ვუხდი. ამ კლუბის ღირებულებებით გავიზარდე. რთული იყო წელიწადნახევარი გულშემატკივრების გარეშე ყოფნა. ნორმალურად დამშვიდობება მინდოდა. ჩემი მოსვლის დღიდან, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. იმედი მაქვს ერთ დღეს დავბრუნდები, ამას მე ჩემს შვილებს შევპირდი. მინდა, რომ დავეხმარო ამ კლუბს იყოს საუკეთესო“, – თქვა მესიმ.

მისივე განცხადებით, ჯერ არცერთი კლუბის შეთავაზებას არ დათანხმებულა: „ამ ეტაპზე არავისთან არაფერზე შევთანხმებულვარ“ – აღნიშნა მან.

მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში გამოდიოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: