პოლიტიკა

დავით კარგარეთელი – ერთად დგომით, შეთანხმებული ნაბიჯებით და დროული გადაწყვეტილებით შევძლებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გახდეს

Nusagi

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ერთობლივი, შეთანხმებული ნაბიჯებით და დროული გადაწყვეტილებით შევძლებთ რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გახდეს – განაცხადა „ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა წარდგენაზე.

როგორც დავით კარგარეთელმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა პრობლემები და როგორც მომავალი მერი, მმართველი გუნდის დახმარებით ყველა გამოწვევას გაუმკლავდება.

აქვე მან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

„ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, როდესაც ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში ჩვენმა გუნდმა გარდაბნის მერობის კანდიდატად დამასახელა. უკვე წლებია რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზედმიწევნით ვიცნობ აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს. ჩემი მუნიციპალიტეტის სამსახურში ყოფნის პერიოდში კარგად გამიცნო ადგილობრივმა მოსახლეობამაც. მათ კარგად იციან რომ არც ერთ ვითარებაში, არანაირი სირთულის წინაშე, არც ერთი მათგანი მარტო არასდროს დამიტოვებია. როგორც მომავალი მერი, ყველა გამოწვევას გავუმკლავდები და ამაში პირველ რიგში ჩვენი გუნდი დამეხმარება. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ერთობლივი, შეთანხმებული ნაბიჯებით და დროული გადაწყვეტილებით შევძლებთ რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გავხადოთ. გარდაბნის მოსახლეობამ არაერთხელ დაამტკიცა რომ კარგად არჩევს ცუდს და კარგს. კარგად იციან რა სჯობს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ღრმად მწამს რომ ამ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ! მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ზაზა ონიანი, სახმან მირზოევი, როვშან გაჯიევი, მიხეილ გედეხაური, ვუგარ მამედოვი, ბეთქილ კახიანი, რასიმ ისაევი, გიორგი გურულიშვილი, დავით ჭინჭარაული, თორნიკე ქავთარაძე, დავით ებილაშვილი“ – განაცხადა დავით კარგარეთელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,466 ნახვა
%d bloggers like this: