საზოგადოება

ჩვენი რეკომენდაციაა, სექტემბრიდან კაფეში, რესტორანში, სილამაზის სალონში თუ სავარჯიშო დარბაზში დაშვებული იყვნენ აცრილები ან წარადგინონ ბოლო 72 საათში ტესტის პასუხი

Nusagi

ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიცაა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. იქ დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანები, სანამ არ ავცილდებით 10 პროცენტს ან თუ აცრილები არ არიან, მათ უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭომ ეს საკითხი უკვე დააყენა.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ 24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულაში წასვლა, კეთილი ინებეთ და თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: