მეცნიერება

ზაალ კოკაია- ანტივაქსერები ხშირად ციტირებენ ნობელის პრემიის ლაურეატ ლუკ მონტანიერს

Nusagi

ნობელიანტის ანტივაქსერული ციტატა ინტერნეტში არ იძებნება და მისი მოსაზრება აცრებზე არ დასტურდება არსებული რეალობით,-ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ანტივაქსერები ხშირად ციტირებენ ნობელის პრემიის ლაურეატ ლუკ მონტანიერს (https://en.wikipedia.org/wiki/Luc_Montagnier), თითქოს მან სთქვა, რომ ადამიანებს, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა, აღარაფერი ეშველება და ისინი 2 წელიწადში დაიღუპებიან კოვიდ ინფექციის შედეგად.

„ამ შინაარსის ნათქვამი არ იძებნება არსად და ამას ადასტურებს სხვა საიტებთან ერთად სააგანტო Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოძიება (https://www.reuters.com/…/factcheck-health-coronavirus…). უფრო მეტიც, ანტივაქსერები მიუთითებენ ვიდეო კლიპზე, რომელშიც მონტანიერი მსგავს არაფერს ამბობს.

ამ კლიპში იგი საუბრობს, რომ აცრილ ადამიანებში შესაძლოა, წარმოიქმნას ანტისხეულები, რომელიც ინფექციის შემთხვევაში გააძლიერებს ვირუსის აქტიობას, ე.წ. ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერება (antibody-dependant enhancement (ADEs)) და ეს გამოიწვევს აცრის შემდეგ ინფიცირებული ადამიანის დაღუპვას. მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულებზე დამოკიდებული ინფიცირების გაძლიერება თავისთავად ძალიან იშვიათი მოვლენაა, ამ თეორიული შესაძლობლებლის შესახებ ცნობილი იყო რნმ ვაქცინის შემქმნელთათვის და მათ როგორც ექსპერიმენტულ სტადიაზე, ასევე კლინიკური გამოცდების დროს შეისწავლეს ეს საკითხი.

კვლევებით არ დადასტურდა, რომ კოვიდ რნმ ვაქცინა იწვევს ამ მოვლენას. უფრო მეტიც, უკვე ჩატარებულმა მილიონებით აცრამ აჩვენა, რომ ვაქცინაცია არა თუ აძლიერებს კოვიდით ინფქციის შემთხვევაში დაავადების გაძლიერებას, პირიქით, ვაქცინირებულ ადამაინების უმრავლებას დაავადება აქვთ მსუბუქ ფორმაში და ისინი პრაქტიკულად სრულად დაცულები არიან სიკვდილისგან.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციტატა, რომელსაც მიაწერენ მონტანიერს მას არ უთქვამს და ვიდეო კლიპში მის მიერ გამოთქმული მოსაზრება ვაქცინაციის შემდეგ კოვიდ ინფიცირების დროს უფრო რთული ფორმის განვითარების და სიკვდილის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება არსებული კლინიკური მონაცემებით“,-წერს ზაზა კოკაია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: