ჯანდაცვა

ბათუმში აცრის კიდევ ერთი სივრცე გაიხსნა, სადაც მოქალაქეები ჯავშნის გარეშე შეძლებენ მათთვის სასურველი ვაქცინით აცრის ჩატარებას

Nusagi

დღეიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აცრის სივრცე გაიხსნა, სადაც ვაქცინაციის მსურველებს თავდაპირველად 10 ამცრელი ჯგუფი მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროცესს ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან და მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო.

ნინო ნიჟარაძის თქმით, მუნუციპალური ტრანსპორტი მოემსახურება ბათუმის უნივერსიტეტის სივრცეს და ყველა მუნიციპალური სივრციდან ყოველ საათში ერთხელ მოხდება ასაცრელი კონტიგენტის მობილიზება.

,,დღეიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა აცრის სივრცე, სადაც ჯავშნის გარეშე შესაძლებელი იქნება ყველა ტიპის ვაქცინით ვაქცინაცია. როგორც იცით, მუნუციპალური ტრანსპორტი მოემსახურება ბათუმის უნივერსიტეტის სივრცეს და ყველა მუნიციპალური სივრციდან ყოველ საათში ერთხელ მოხდება ასაცრელი კონტიგენტის მობილიზება და გადმოყვანა. მოქალაქეებს ვთხოვ უფრო მეტი აქტიურობისაკენ.

დღეს დილიდან საკმაოდ მაღალია აქტივობა. დასაწყიში 10 ბრიგადით დაიწყებს უნივერსიტეტი ფუნქციონირებას, ხოლო მომდევნო პერიოდში გაიზრდება ბრიგადების რაოდენობა 15-მდე. მთლიანად ამ სივრცის ვაქცინაციის ადმინისტრირების პროცესზე პასუხისმგებელი გახლავთ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

აქვე აღვნიშნავ, რომ არასამედიცინო სივრცე ჩვენ ისევ გვაქვს სავაჭრო ცენტრებში, ორ მოლში, სადაც ბრიგადები ისევ განაგრძობენ იმუნიზაციის პროცესს. ჯამში 30 დაწესებულებაა ჩართული იმუნიზაციის პროცესში, მათ შორის ყველა სტაციონარი, ყველა პოლიკლინიკა და დამატებით ამბულატორიები.

92 000 -მდე დოზა უკვე გახლავთ ადმინისტრირებული და ყოველდღიურად 3 000-მდე დოზის ადმინისტრირება ხდება. მოქალაქეების პროცენტულ მაჩვენებელს თუ გადავხედავთ ერთი დოზით აცრილი გახლავთ უკვე 17 %-ზე მეტი და ორი დოზით 7%-ზე მეტი, რაც მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით ნამდვილად არ არის ცუდი მაჩვენებელი და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობისკენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს. ეპიდემიულოგიური სიტუაციის მომდევნო სტაბილიზაციისათვის მხოლოდ ვაქცინაცია არის აუცილებელი ამ ფონზე“- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,649 ნახვა
%d bloggers like this: