ex-sticky უცხოური მედია

თალიბანი აცხადებს, რომ ქაბულიდან გასვლის ნებას მისცემენ ყველას, ვინც ამას მოისურვებს

Nusagi

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან გასვლის უფლებას მისცემს ყველა მსურველს. ამის შესახებ Al Arabiya იუწყება.

თალიბების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქაბულიდან გასვლის მსურველებს ექნებათ საშუალება, უსაფრთხოდ დატოვონ დედაქალაქი.

„თალიბანის“ ხელმძღვანელობა ასევე თავის მომხრეებს უბრძანებს, „არ მიმართონ ძალადობას ქვეყნის დედაქალაქში“. რადიკალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ქალებს მიმართეს მოძებნონ უსაფრთხო ადგილები.

„ჩვენ ვუბრძანებთ ჩვენს მებრძოლებს, დარჩნენ ქაბულის შესასვლელში და არ შეუტიონ ქალაქს“,-დაწერა ტვიტერში თალიბების წარმომადგენელმა ზაბიხულა მუჯახიდმა. 

შეგახსენებთ, „თალიბანის“ წევრები ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის გარეუბნებში არიან. ისინი უკვე კალაკანის, ქარაბაგისა და პაგმანის ოლქებში იმყოფებიან.

ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქაბულში, აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების მშვიდობიანად ევაკუაციისთვის ჩავიდნენ, ანონიმურად ადასტურებენ ინფორმაციას. მედია წერს, რომ საელჩოს სახურავის მიმდებარედ, კვამლი შეინიშნებოდა და, სავარაუდოდ, დიპლომატები ანადგურებენ დოკუმენტაციას, რომელიც არ სურთ, „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: