ex-sticky პოლიტიკა

მამუკა წოწერია: მოსახლეობასთან შეხვედრებზე მივდივართ კონკრეტული სამოქმედო გეგმით

Nusagi


„ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ  სოფელ ერგეტას და ცვანეს მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა სოფლის მოსახლეობას კონკრეტული გეგმები წარუდიგინა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში ერგეტა-დიდგვიმარონის დამაკავშირებელი გზის და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდება.

„მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები ერგეტისა და ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ქეთევან ესართიასთან ერთად გავმართე. აღსანიშნავია მოსახლეობის კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ გუნდის, ასევე მერობის და  მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ.  ვისაუბრეთ საჭიროებებზე, გამოიკვეთა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც სოფლის წინაშე დგას. ეს გახლავთ საავტომობილო გზა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია. საბავშვო ბაღის პროექტზე მიდის მუშაობა და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. რაც შეეხება გზას დიდგვიმარონის მიმართულებით, ის უკვე დატენდერებულია და უახლოეს ხანებში, პროცედურების დასრულების შემდეგ, მსენებლობის პროცესი დაიწყება. შესაბამისად ჩვენ ამ სოფელში მოვედით კონკრეტული სამოქმედო გეგმებით, რომელიც შევაჯერეთ მოსახლეობასთან და უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გადავწყვეტთ.

ცვანეს მიმართულებით გზის პრობლემა წელს ნაწილობრივ მოვაგვარეთ, სოფლის ცენტრამდე ასფალტირებული გზის მშენებლობა უკვე დასრულდა, მომდევნო ეტაპი კი გზის დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაციას გულისხმობს“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერობის კანდიდატის განმარტებით მოსახლეობის მთავარ პრობლემას ამ კონკრეტულ სოფლებში გაზიფიცირება წარმოადგენს, რომელიც გეგმის შესაბამისად მომავალ წელს დასრულდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე სულ 4 სოფელი რჩება, დანარჩენ სოფლებში კი ეს პრობლემა მოგვარებულია. მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდ რეგულაციების დაცვით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ქეთევან ესართიასთან ერთად გამართა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: