ex-sticky ხელოვნება და კულტურა

ნინო ხარატიშვილი- ყოველი დღე თენდება ახალი იდეებით, ვცდილობ, ნამუშევარში ჩავდო ემოცია

Nusagi

ყოველი დღე თენდება ახალი იდეებით, ვცდილობ, ჩემს ნამუშევარში ჩავდო ემოცია,რადგან ნამუშევარი ემოციის გარეშე არ იკითხება…,-ამის შესახებ მხატვარმა ნინო ხარატიშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ ისაუბრა. 

ნინო ხარატიშვილი პოპულარული ფეისბუქ-გვერდის, „ჩვენი დროის მხატვრების“ დამაარსებელია. ხატვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მისი ფერწერა, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და ფერთა სიმსუბუქით გამოირჩევა, უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. 

-პროფესიით არქიტექტორ-მხატვარ-დიზაინერი ვარ, 4 წელია ფერწერაში ვმოღვაწეობ და უკვე უამრავი ტილო შევქმენი. 2019 წელს მქონდა პერსონალური გამოფენა. პანდემიის დროს ბევრი ვიმუშავე და რამდენიმე ტილომ ისეთი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელში, რომ  ჯგუფურ გამოფენებშიც მოვახერხე გატანა.

–თქვენს მიერ დაარსებული ფეისბუქჯგუფი მცირე დროში უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. რა იყო ამ ჯგუფის შექმნის მიზანი?

-რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ასევე საკმაოდ პოპულარული ჯგუფის, არტ -აუქციონის ადმინი, მიმყავდა ონლაინ აუქციონები, სადაც ბევრი ნიჭიერი მხატვარი რეალიზაციას ახდენდა თავისი ნამუშევრების. ყველა მათგანის გაცნობას ვერ ვახერხებდი, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი ჯგუფი, სადაც მხატვრებს  გავაერთიანებდი და ერთმანეთს გავაცნობდი. ასეც მოვიქეცი… დავტოვე არტ აუქციონის ჯგუფი და აქტიურად ჩავუდექი სათავეში ახალ ჯგუფს.

-ხანგრძლივმა პანდემიამ  რა გავლენა მოახდინა მხატვრებზე?

– უფრო მეტი დრო მოგვცა, რომ გვეხატა და სოციალური ქსელის მეშვეობით რეალიზაციაც მოგვეხდინა ჩვენი ნამუშევრების. მომავალში მინდა, ჩემს ჯგუფში მყოფი ყველა მხატვარი დავაახლოვო, მოვაწყოთ საერთო ჯგუფური გამოფენები, პლენერები. არ მინდა, ასეთი გენიოსები ქმნიდნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ.

– პერსონალურ გამოფენას გეგმავთ?

-დიახ, მსურს მოვაწყო პერსონალური გამოფენა, რომელიც მეორე იქნება უკვე ჩემთვის. პირველი 2019 წლის პირველ ნოემბერს მქონდა, სადაც 70 ნამუშევარი წარვადგინე. გამოფენის სახელწოდება იყო “მე და ჩემი სამყარო”.

– საოცრად პოზიტიური ნამუშევრები გაქვთ, თუმცა ალბათ არის ერთი, რომელიც თავად ყველაზე მეტად მოგწონთ. რომელია თქვენი ფავორიტი?

– მიჭირს გამოვყო რომელიმე ნამუშევარი, თუმცა გოგონა ფარშევანგით… ალბათ ამას გამოვარჩევდი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: